Jennifer Lopez-ი და Casper Smart-ი ქორწილისთვის ემზადებიან

0
115

46 წლის Jennifer Lopez-ისა და მისი 28 წლის ბოიფრენდის, Casper Smart-ის 4 წლიანი ურთიერთობა მექსიკური ნოველის სიუჟეტს ჰგავს: შეყვარებულები ხან შორდებიან, ხან ისევ უბრუნდებიან ერთმანეთს, პრესას ჭორაობისთვის ახალ მიზეზებს აძლევენ. აპრილში მორიგი შერიგების შესახებ გახდა ცნობილი და როგორც ჩანს ამჯერად საქმე სერიოზულადაა – შეყვარებულებმა დაქორწინება გადაწყვიტეს, როგორც მათი ახლობლები იტყობინებიან, Lopez-ი და Smart-ი ოქტომბრის დასაწყისში დაქორწინდებიან.

მანამდე დადიოდა ხმები, რომ Lopez-ი აპირებს გრანდიოზული ზეიმის მოწყობას და მზად არის მილიონები დახარჯოს, რათა იდელური საქორწილო ცერემონიალი მოაწყოს. მაგრამ აღმოჩნდა რომ ვარსკვლავი აპირებს დახურული ცერემონიალის მოწყობას, რომელიც ჩვეულებრივი წვეულების მსგავსი იქნება, საკუთარ სახლში, ჰემპტონში. მოწვეულთა სიაში რამდენიმე ათეული, ყველაზე ახლობელი ადამიანი იქნება. Lopez-ის აზრით მათი უმეტესობა ვერც კი მიხვდება რომ ქორწილში მიდიან (ვარსკვლავი სწორედ ასე მოიქცა როდესაც Marc Anthony-ს გაყვა ცოლად).

ბოლო პერიოდში შეყვარებულებს შორის სრული იდილია სუფევს, მომღერალმა ისიც კი აღიარა, რომ ბავშვების გაჩენა უნდა. როგორც ჩანს Lopez-ი Smart-ს მზრუნველი მამის როლში ხედავს, მას ხომ შესანიშნავი ურთიერთობა აქვს Jennifer-ის 6 წლის ტყუპებთან, Max-თან და Emma-სთან.
როგორც ვიცით Jennifer Lopez-ისთვის ეს ქორწინება პირველი არ იქნება: ვარსკვლავი სამჯერ იმყოფებოდა ოფიციალურ ქორწინებაში – ოფიციანტ Ojani Noa-სთან, მოცეკვავე Cris Judd-თან და მომრერალ Marc Anthony-სთან, რომელთანაც 2 შვილი ჰყავს. Casper Smart-ი პირველად აღმოჩნდება საკურთხევლის წინ.