ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ ამჟამად მისთვის ერთ-ერთი უმძიმესი პერიოდი დგას. ტელეწამყვანის დედა ცუდად არის. ნანუკა ყველას სთხოვს, ილოცონ მისი გამოჯანმრთელებისთვის.
გთავაზობთ ნანუკას სტატუსს:
“უმძიმესი კვირა მაქვს. ჩემს მეხსიერებაში ასეთი მძიმე არაფერი მქონია ცხოვრებაში. დედა მყავს ცუდად. ეს თემა დახურული მაქვს ზოგადად, მეგობრებისთვისაც კი, უბრალოდ ფაქტი იცის ყველამ.
არ ვიცი ვის, რისი გწამთ. ვინ, ვის სთხოვთ, როცა რამე გიჭირთ, ვინ, სად ლოცულობთ, სთხოვეთ, რომ დედაჩემიც გადარჩეს. მისი სახელია დარეჯანი. ყველაზე საყვარელი დარეჯანია მთელ სამყაროში“.