ფოტო: ნინო სურგულაძემ ტყუპების, ნატალიას და ზაქარიას პირველი ფოტო გამოაქვეყნა

0
904

ნინო სურგულაძეს 7 ივნისს ტყუპები, გოგონა და ბიჭი შეეძინა. ცნობილ საოპერო შემსრულებელსა და მის მეუღლეს, გიორგი ინწკირველს უკვე უამრავმა ადამიანმა მიულოცა ეს დიდი ბედნიერება.

თავად ნინომ სამშობიაროდან ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ დედობის მსგავსი შეგრძნება არასდროს განუცდია.

ამჯერად, სურგულაძე სოციალურ ქსელში ტყუპების პირველ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ახალშობილი ნატალია და ზაქარია დაწნულ, ულამაზეს კალათებში არიან მოთავსებულები.

სოციალურ ქსელში საზოგადოება აღფრთოვანებას ვერ მალავს. საოპერო მომღერალს იმასაც უწერენ, რომ პატარების ფოტოებს ყველა მოუთმენლად ელოდება.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here