ქეთა თოფურია: “კონკრეტულად პუტინს არ ვუმღერი…”

0
953

ქეთა თოფურიამ “იმედს” ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და თავისი კარანტინის ამბების შესახებ ესაუბრა. როგორც მომღერალმა აღნიშნა, თბილისში ივლისისთვის აპირებს ჩამოსვლას.

ქეთა:

თავიდან კმაყოფილი ვიყავი, რადგან დრო არასდროს მყოფნის, სახლში ვიყო, დავისვენო, ბავშვს მეტი დრო დავუთმო. პანდემია რომ დაიწყო ძალიან ბედნიერი ვიყავი 2 თვე, მაგრამ ორი თვის შემდეგ მივხვდი, რომ გავრეკავდი. დღეიდან მოსკოვში ყველაფერი გაიხსნა და ძალიან მიხარია.

ოლივია 5 წლისაა, კარანტინი არ გაუჭირდა, მეცადინეობდა და ვთამაშობდით.

სამწუხაროდ, რუსეთში პანდემიის დაწყებას არავინ მიუდგა სერიოზულად. საქართველოში ყველა მობილიზებული იყო და ამიტომაც კარგი მონაცემები გაქვთ. აქ ამბობდნენ, გვატყუებენო. დღეში 11000 შემთხვევაში იყო, ახლა 8000 შემთხვევაა. რატომ გახსნეს, არ ვიცი. ალბათ, მთავრობა მიხვდა, რომ ხალხი ნელ–ნელა ბუნტს ატეხდა და ამიტომაც გახსნეს, თქვენს სინდისზე იყოსო.

მაქსიმალურად, როგორც შეგვიძლია, არ გავდივართ. ბოლო პერიოდში დავიწყე კონტაქტი მეგობრებთან. სადმე თუ გავდივარ, პირბადეს ვიკეთებ, ხელთათმანებს ვერა, რადგან ალერგია მაქვს. ახლა მინდა, ცოტა მოვეშვა…

ყველა კონცერტი სექტემბრისთვის გადააქვთ, მაგრამ ისიც არ ვიცით, სექტემბერში იქნება თუ არა. უფრო მეტად დახურული წვეულებებისთვის რეკავენ, მაგრამ ადრე თუ გვქონდა თვეში 10–15 კონცერტი, ახლა შეიძლება, ორი გამოჩნდეს.

“იმედის” ჟურნალისტმა ქეთას დაუსვა კითხვა, უმღერის თუ არ პუტინს, რის გამოც ხშირად აკრიტიკებენ, რაზეც მომღერალმა უპასუხა:

“იცით, რა? პუტინს კონკრეტულად არ ვუმღერი. ეჭვიანობით უყურებენ იმას, რომ მოსკოვშ ვარ და ომის დროს საქართველოში არ დავბრუნდი. კრიტიკა დაიწყო ამის გამო. შემდეგ 9 მაისს, როდესაც “დესანტნიკის” ფორმაში ვიყავი, გააბუქეს. ბოლოს გავიგე, რომ ეს იყო შეკვეთილი ისტორია, სამწუხაროდ, ისეთი ადამიანისგან, ვისთანაც ვმეგობრობდი, რაც ყველაზე სასაცილოა. როცა პოლიტიკაზე იწყება საუბარი, იქ სულ საშინელი სიბინძურეა. მაქსიმალურად ვცდილობ, გავერიდო, მაგრამ სულ შუაში ვიჭყლიტები, რადგან ვარ მოსკოვში, აქ ვმუშაობ და ვშოულობ ფულს. იმას კი ვერ ხვდება ხალხი, რომ ამდენს რომ ვშრომობ, საქართველოს სახელიც გამაქვს გარეთ. თავიდან მწყინდა, მაინც ჩემი ხალხია და სამშობლო. სიბინძურისა და ცუდის გარდა არაფერი გამიგია. რატომ გვაქვს ასეთი მენტალიტეტი, რომ ჩვენიანის არაფერი გვიხარია. მივხვდი, რომ ჯობს, არ მივაქციო ყურადღება. ვინც მიცნობს და ვუყვარვარ, მეც ის მიყვარს და პატივს ვცემ. მადლობა ყველას, ვინც ჩემ მიმართ თბილად არის განწყობილი. მე ძალიან მიყვარს საქართველო, ქართველი ხალხი.

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here