“ჯეომოდელსის: ოფიციალური “ფეისბუქ”–გვერდის საშალებით შევიტყვეთ, რომ მოდელი, რომელსაც ეს სააგენტო წარმოადგენს, “ბალენსიაგას” ახალი სარეკლამო კამპანიისთვის გადაიღეს. ფოტოები უკვე გამოქვეყნდა და ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდის 2020 წლის შემოდგომა–ზამთრის კოლექციას ასახავს. ქართველი მოდელი, რომელიც “ბალენსიაგას” კრეატიულმა დირექტორმა ფოტოგადაღებისთვის შეარჩია, ვახო კედელაძეა. აღსანიშნავია, რომ მას არაერთხელ უთანამშრომლია დემნასთან და გამოსულა მის ჩვენებებზე როგორც “ვეტმანისთვის”, ასევე “ბალენსიაგასთვის”