“მთავარი არხი” დირიჟორსა და კომპოზიტორს, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელს, ნიკოლოზ რაჭველს შინ ესტუმრა.
როგორც აღმოჩნდა, მაესტრო უპირატესობას ჩაის ანიჭებს, მაგრამ დილას აუცილებლად ჭიქა ყავით იწყებს.
კარანტინის პერიოდში მან კერძების მომზადება ისწავლა. როგორც თავად ამბობს, მოამზადა გამომცხვარი ორაგული და ასევე სხვადასხვა ტიპის პასტა ანიტა რაჭველიშვილის რეცეპტებით.
კარანტინის დროს, როგორც “მთავარი არხის” რესპონდენტი აღნიშნავს, მუსიკალურად არ უაქტიურია.