თბილისის მერი ოჯახთან ერთად, როგორც ჩანს, საკმაოდ დიდ დროს ატარებს და სამსახურისგან თავისუფალ დროს ცოლსა და შვილებს უფრო დიდი დოზით უთმობს, რადგან ხშირად ქვეყნდება კახის ფოტოები, სადაც სწორედ ოჯახურ გარემოშია გადაღებული.
შეგახსენებთ, რომ კახი კალაძესა და დიზაინერ ანუკი არეშიძეს ოთხი შვილი ჰყავთ.
ფოტოებზე ასევე ჩანს ძაღლიც.
წყვილს ულამაზესი კერძო სახლი აქვს წყნეთში, სადაც მთელი ოჯახი ცხოვრობს. ბავშვებს განსაკუთრებით უხარიათ ხოლმე, როდესაც დატვირთული დღის შემდეგ კახი შინ ბრუნდება და როგორც ადრინდელ ვიდეოებში ჩანს, მამიკოს განსაკუთრებულად ეგებებიან.