“საქართველოს ბანკი” და Solo ლეგენდარული მუსიკოსის, ლენი კრავიცის კონცერტს, მისი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, 2020 წლის მაისის ბოლოს მაგივრად, 2021 წლის 29 მაისს უმასპინძლებს.
ეს ინფორმაცია “სოლოს” მომხმარებლებს უკვე მიუვიდათ.
როგორც ბანკის გზავნილშია აღნიშნული, უკვე შეძენილი ბილეთები შემდეგი კონცერტისთვის იმოქმედებს, თუმცა თუკი ვინმეს მათი დაბრუნება მოესურვება, ესეც შესაძლებელი იქნება 7 მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე.
ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი ლენი კრავიცი მსოფლიო ტურნეს Here To love ფარგლებში საქართველოში ჩამოსასვლელად მზად იყო, თუმცა კორონავირუსმა მსოფლიო მასშტაბით ყველანაირი მუსიკალური ღონისძიება გააუქმა.