მერაბ ნინიძემ “სამშობლოს” პარალელურად კიდევ ერთ სერიალში ითამაშა, რომელიც “ნეტფლიქსმა” გადაიღო. სერიალი ზიგმუნდ ფროიდის ცხოვრების შესახებაა, ქართველმა მსახიობმა კი ფროიდის მასწავლებლის, იოზეფ ბროიერის როლი შეასრულა.
ბოლო პერიოდში ტელესერიალების კუთხით ქართველი მსახიობი საკმაოდ აქტიურია და მას, ახალთან ერთად, უკვე წარმატებულ პროექტებშიც ეძახიან, როგორც ეს რეზონანსული “სამშობლოს” შემთხვევაში მოხდა.