რადიო “ფორტუნა პლუსის” ეთერში ბერას ახალი სიმღერის – “შენთან ერთად” პრემიერა შედგა. მომღერალმა შემოქმედებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
თაყვანისმცემლებს ბევრ სიახლეს უმზადებ, თუმცა მათზე ჯერ არ უნდა ვისაუბროთ. ერთადერთი იმისი თქმის საშუალება გვაქვს, რომ Wyclef Jean-თან რამდენიმე დუეტი უკვე მზად გაქვს…
– კი, სამი სიმღერა ჩავწერეთ, საქართველოშიც იყო ჩამოსული, დედაჩემის დაბადების დღეზე, სიურპრიზი მოვუწყეთ. წარმოიდგინეთ, აქ ჩამოსასვლელად მან კონცერტიც კი გადადო. შეასრულა ყველა თავისი ჰიტი და ძალიან კარგად გავერთეთ.
როგორია შენი ყოველდღიურობა?