ხატია სიჭინავა თითქმის თვენახევარია, სამ შვილთან ერთად, მეოთხეს კი ახლა ელოდება, შინაა ჩაკეტილი. ის მაია ასათიანს ესაუბრა “პროფილში”.
ხატია სიჭინავა:
მეგონა, ბავშვებს ვერ დავაოკებდი, მაგრამ გამგები ბავშვები აღმოჩნდნენ. ოცი წუთით ჩამყავს ეზოში, რადგან მერვე სართულზე ბავშვების გამოკეტვა შეუძლებელია.
ვინც ორსულადაა, შიშის მომენტი აქვს ალბათ ჩემსავით. ექიმთან ვერ მივდივარ შიშის გამო. ორი თვე ჯდომა, როცა ბოლო თვეში ხარ და მაქსიმალურად უნდა იარო, რთულია. შვილს რვა მაისს ველოდები. თავიდან, ეს ყველაფერი რომ დაეწყო, ყველა ერთად ვფიქრობდით, როგორ მიეღო რამაზს ბავშვი. მერე მივხვდით, რომ ეს ცუდი იდეა იყო (იღიმის).