გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მენეჯერი, გიო ჩალაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს განცხადებას სადაც ნათქვამია, რომ სოფო ბედიას იდეით, კორონავირუსის წინააღმდეგ გადაღებულ კლიპში უნებართვოდ არის გამოყენებული მისი ლაბორატორიის კადრები. როგორც ის კომენტარებში წერს, ასეთ ადამიანებთან საქმე სასამართლოში უნდა გქონდეს.
“კლიპი ვნახე. ლაბორატორიის კადრები გადაღებულია გენეტიკის ეროვნული ლაბორატორია • National Laboratory of Genetics-ში. ეს კადრები არის ჩემი გუნდის შექმნილი და დაცულია საავტორო უფლებით.
მე ნებართვა არ გამიცია. არც ჩემს პარტნიორს. არც ანაზღაურება მოგვითხოვია ან მიგვიღია.
კადრში ჩემი თანამშრომელი ჩანს როგორ მუშაობს. მასაც არ გაუცია ნებართვა.
ეს არის ქურდობა.
უფლების დარღვევა= კანონის დარღვევას.
ვინ არის ამ კლიპის ავტორი?