ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში NBA All Star-ზე ზაზა ფაჩულიას შედეგებს ეხმაურება და იმ მიზეზებზე წერს, თუ რატომ დარჩა ქართველი კალათბურთელი საუკეთესო სამეულს მიღმა…
“ზაზა ფაჩულიას ამბავი ძალიან მახარებს, ერთის მხრივ – ძალიან ბევრი შევძელით და იმიტომ. მეორეს მხრივ, 14 ათასი ხმის დანაკლისი საწყენია – სულ ერთ ნაბიჯზე ვიყავით წარმატებისგან.
მადლობა ყველაფერი ამის სულის ჩამდგმელს დავით რაფავა
სრულიად გენიალური ორგანიზატორი ხარ, დათო
ps კიდევ ერთ ქართულ ტელევიზიას მაინც რომ ეაქტიურა, ახლა უკვე ოლსტარში სათამაშოდ მოვემზადებოდით.” – წერს გვარამია ფეისბუქის გვერდზე.