“პროფილს” ნუკი კოშკელიშვილო სტუმრობდა და მოჰყვა ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ მიიღო მონაწილეობა ჯენიფერ ლოპესის ახალი ფილმის “გამომყევი ცოლად” გადაღებებში, ეპიზოდურ როლში, ჰოლივუდის ვარკსვლავთან ერთად.
ნუკიმ აღნიშნა, რომ ჯენიფერთან გასაუბრების საშუალება მიეცა და ის ძალიან უბრალო ადამიანია.
გადაღებაზე ჯენიფერმა ნუკის ტუჩსაცხი მოიწონა და ჰკითხა, სად შეიძინა ის, რაზეც ნუკიმ უპასუხა, რომ ის საქართველოში შეიძინა, მაგრამ არა შტატ ჯორჯიაში, არამედ ქვეყანაში. ჯენიფერმა კი აღნიშნა, რომ იცის საქართველოს შესახებ.