“სუხიშვილებმა” კორონავირუსის ფართო გავრცელების შემდეგ, სასწრაფოდ დატოვეს უკრაინა, სადაც გასტროლებზე იმყოფებოდნენ და საქართველოში დაბრუნდნენ. ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
მათ შორის გახლავთ ხუთი გოგონა, რომლებიც თვითიზოლაციას, როგორც ჩანს, ერთ სახლში გადიან.
ერთ-ერთმა მოცეკვავემ, მარიამ მათიაშვილმა, სოცქსელში განათავსა ვიდეო, რომელიც მოცალეობის ჟამს გადაიღო სხვა მოცეკვავეებთან ერთად.