თიკა ჯამბურია სოცქსელში ეხმაურება ბოლოდროინდელ მოვლენებს, რაც კორონავირუსს უკავშირდება და წერს, რომ არ ესმის იმ ადამიანების, რომლებიც მირბიან და იმალებიან.
“მართლა ვერ ვხვდები, რა გგონიათ, რომ კორონა რამე სასჯელია? რომ მირბიან და იმალებიან? რა ჰგონიათ, რომ ამ დაავადების გამო ვინმე სადმე დასჯის ამ ხალხს და საშინელებას უზამს? რას ნიშნავს ოზურგეთშია გაქცეული და იმალება პაციენტი #54-ის მეგობარი მამაკაცი ??? მართლა ამიხსნას ვინმემ, თორემ გავგიჟდი უკვე… ამდენი შეგნება როგორ არ უნდა გქონდეს ადამიანს? სად იზრდებიან? რა აზროვნება აქვთ ?თბილისიდან რამდენიმე საათში მცხოვრებ ხალხს?
ან რად უნდა რამდენიმე საათი, თბილისში უარესი არ ხდებოდა 2 დღის წინ ? და გუშინ კიდევ ლისზე?”.