პროდიუსერი კახი მამულაშვილი სოციალურ ქსელში იმ პრობლემის შესახებ წერს, რასაც თბილისში სასეირნოდ განკუთვნილი სკვერებისა და ბაღების არარსებობა ქმნის.
კახი აღნიშნავს:
“ხალხს სუფთა ჰაერი აღარ გააჩნია და ყველა დადის ლისზე, კუს ტბაზე, იპოდრომზე… სულ ხელზე ჩამოსათვლელი ადგილებია, იმიტომ, რომ დაწყებული 90-იანებიდან, ყველა პატარა პარკის თუ სკვერის ადგილას ჩადგეს კვების ობიექტები, საზიზღარი ნაგებობები, აფთიაქები… ადგილი აღარ დატოვეს… ეგააა, ერთი დღით რო ცხოვრობენ ამის უფლების მიმცემები. ახლა რა ვქნათ? სად ვისუნთქოთ ამ მძიმე პერიოდის დროს??? ოთახებში???”