ოლეგ-სანდრო პანფილოვი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ლევან წულაძისა და მანანა კოზაკოვას ქალიშვილის, თინათინის ერთ-ერთი პერფორმანსია ასახული, ის თითების თეატრის მონაწილეა და საკმაოდ საინტერესო პერფორმანსს გვთავაზობს. მის გამოსვლას აუდიტორიაში აპლოდისმენტები მოჰყვა.