ნაომი კემპბელი ერთ-ერთია იმ ბევრ ცნობილ სახეს შორის, რომელმაც „ინსტაგრამზე“ კამპანიის „უსაფრთხოება პირველ; რიგში“ (safety first) ფარგლებში აქვეყნებს ფოტოებს, თუ როგორ მოგზაურობს და როგორი ეკიპირებით ჩნდება აეროპორტებში. მას აცვია სპეცტანსაცმელი, უკეთია ხელთათმანები, სათვალეები და ასევე პირბადე.
აღსანიშნავია, რომ ნაომი კემბპელი კორონავირუსის გავრცელებამდე დიდი ხნით ადრეც, თვითმფრინავში განსაკუთრებულ უსაფრთხოებას იცავდა. ის ყველა აეროპორტსა თუ თვითმფრინავსი მხოლოდ პირბადით გადაადგილდებოდა, ასევ ე საკუთარი პლედითა და სადეზინფექციო საშუალებებით, რადგან მოდელის თქმით, ასეთ თავშეყრის ადგილებში ყველაზე ადვილია გრიპით დაავადება.