სალომე ბაკურაძე დაახლოებით ორ კვირაში ახალ სიმღერას წარმოგვიდგენს. კომპოზიცია ეკუთვნის მუსიკოსს, ტრომბონისტსა და პიანისტს, ჯონი თითირაშვილს. მისია ასევე არანჟირებაც. მასტერინგი და მიქსინგი კი გიორგი მანაგაძეს ეკუთვნის. სიმღერა იწერება “სანო სტუდიაში”.
როგორც სალომემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, სიმღერის “ერთად ვართ” შესრულება მას თავად კომპოზიტორმა შესთავაზა და პირველივე მოსმენის შემდეგ აღფრთოვანებული დარჩა. სიმღერის პრემიერა რადიოჰოლდინგ “ფორტუნას” რადიოების საშუალებით იგეგმება, ასევე დაგეგმილია კლიპის გადაღებაც.
ჯონი თითირაშვილი აშშ-ში, კერძოდ, ლოს ანჯელესში მოღვაწეობს და ძირითადად, კინომუსიკაზე მუშაობს.