ცნობილ მოცეკვავეს, თეა დარჩიას, „მთავარი არხის“ დილის გადაცემა შინ და სტუდიაში ესტუმრა და დილის რუტინის შესახებ იტნერვიუ ჩაწერა.
თეა დარჩია:
ჩვენთვის კვირა ყველაზე მნიშვნელოვანია. დილას ვიღვიძებთ და გავრბივართ შლეგიანებივით წირვაზე, რომ არ დავაგვიანოთ. წირვას რომ დავესწრებით, ნაკურთხ წყალს რომ მივიღებთ, ზიარებას, კარგ შემთხვევაში მივდივართ სასეირნოდ…
თუ არ გამაღვიძებენ, ჩვეულებრივ დღეებში ორამდე, სამამდე სიამოვნებით ვიძინებ. დილის ოთხამდე ვერ ვიძინებ. ლოგინში ვიზმორები აუცილებლად. თურმე, ეს არის დილის საუკეთესო ვარჯიში. ტონუსში მოგყავს მთელი სხეული. ჯერ ტვინმა გაიღვიძა, მერე ახელ თვალს, იყურები ცისკენ, რა ფერი ცაც არის, ისე იღვიძებ. ფეხის თითიდან დაწყებული თმის ღერამდე გემრიელად უნდა გაიზმორო და შიგნიდან გარეთ გაუშვა ყველაფერი.