ქართული ალტერნატიული ბენდი – The Window საერთაშორისო საპროდიუსერო კომპანია Rehagoo Music – თან აფორმებს კონტრაქტს და საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე ვრცელდება.
კონტრაქტის თანახმად, The Window-ს კომპოზიციები საერთაშორისო მუსიკალური ინდუსტრიაში ყველაზე გავლენიან მუსიკის შემფასებლებს შორის და წამყვან ციფრულ პლატფორმებზე გავრცელდება, მათ შორის Google Play, iTunes, Amazon, Tidal, Spotify, Deezer, Akazoo, Claro Musica, Pandora, Zvooq, Napster, Shazam და სხვა.
“21-ე საუკუნეში, აუცილებელია, რომ შენი პროდუქტი საზღვრებს გარეთ გააზიარო და მიაწოდო მსოფლიოს, ამიტომ ეს პლატფორმა ძალიან მნიშვნელოვანია ჯგუფის წინსვლისთვის. მოხარული ვარ, რომ არსებობენ პროფესიონალი შემფასებლები მუსიკალურ ინდუსტრიაში, რომლებიც დაინტერესდნენ ჩვენი მუსიკით.” – ამბობს ნინო ისაკაძე, ბენდის ლიდერი, ვოკალი, მუსიკის ავტორი.
სტუდია Rehegoo-ს საპროდიუსერო ჯგუფმა ერთ-ერთ მუსიკალურ პლატფორმაზე აღმოაჩინა ბენდის კომპოზიცია Perfume, რომლის შემდეგაც დაუკავშირდა The Window-ს დამაარსებელს/სოლისტს ნინო ისაკაძეს და შესთავაზა თანამშრომლობა.
“საერთაშორისო სტუდიის ჩვენთან დაკავშირება ძალიან დროული იყო, რადგან ვფიქრობ, ჯგუფის მუსიკა იმსახურებს საერთაშორისო აუდიტორიას “- აღნიშნავს ჯგუფის პროდიუსერი, თინათინ მენაბრე.
ბენდმა The Window, 2020 წლის თებერვალში გამოსცა ალბომი “Dreamers”, რომელშიც შედის რვა სიმღერა.