აია ასათიანმა „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა რამდენიმე სთორი, სადაც ჩემოდნით არის გადაღებული. როგორც მაია ამბობს, თებერვალში, როდესაც მისი შვილის გარდაცვალების დღე ახლოვდება, ის საქართველოდან აუცილებლად მიემგზავრება შორეულ ქვეყანაში.
„ძალიან, ძალიან შორს მივდივარ, ჩემს ოცნებაში. მისურვეთ კეთილი მგზავრობა. 16 საათი უნდა ვიფრინო. სინამდვილეში არის ჩემი შვილის გარდაცვალების წლისთავი. ასეთ დროს ყოველთვის მივდივარ ხოლმე ქვეყნიდან და ასე მარტო მივემგზავრები….“, აღნიშნავს მაია.