ქართველი მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილი განაგრძობს მსოფლიო საოპერო სამყაროს მოხიბვლას. ახლახან მან ცნობილ დირიჟორთან, რიკარდო მუტისთან და ჩიკაგოს სიმფონიურ ოეკსტრთან ერთად მორიგი კონცერტი გამართა და დარბაზში მყოფები მოაჯადოვა თავისი შესრულებით. მას დიდხანს უკრავდნენ ტაშს.
ამ გამოსვლის შემდეგ ჩიკაგოს ერთ-ერთმა გამოცემამ დაწერა:
„გულის ამაჩუყებელი, სუნთქვის შემკვრელი, ინტენსიური: ანიტა რაჭველიშვილი იყო ყოველივე ეს და ამაზე მეტიც ხუთშაბათ საღამოს პიეტრო მასკანის ოპერაში “სოფლის ღირსება” ჩიკაგოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, რომელსაც მაესტრო რიკარდო მუტი ხელმძღვანელობდა.
ქართველი წამოშობის მეცოსოპრანომ ყოველ ტაქტს, ნოტს მაქსიმალურად გამოჟღენთა მნიშვნელობა თუ ემოცია და დაუვიწყარი წარმოდგენა აჩუქა ჩიკაგოელ მსმენელს.
ანიტა რაჭველიშვილმა კვლავაც ცხადჰყო, თუ რატომ არის ის დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა საოპერო ვარსკვლავი“.