გიგი პიანომენი ხატია ბუნიათიშვილის დასაცავად: „აზრის დაფიქსირება მოსულა, მაგრამ სიტყვებს უნდა დავუკვირდეთ…“

0
1151

მუსიკოსი გიგი პიანომენი კოლეგას, ხატია ბუნიათიშვილს გამოესარჩლა. როგორც ის წერს, ეს მისი სფეროა და შესაბამისად, აზრს გამოთქვამს ელისო ვირსალაძის მიერ ხატიას კრიტიკაზე. შეგახსენებთ, რომ ელისო ვირსალაძემ რუსულ თოქშოუში ხატია ბუნიათიშვილის შემოქმედებას საშინელება უწოდა.

გიგი პიანომენი წერს:

„არ შემეძლო ამ საკითხის გვერდის ავლა, ვთვლი, რომ ეს ჩემი სფეროა!!!

ყველა ადამიანს აქვს აზრი და შეფასება. ელისო არის და იქნება პიანისტი, რომელზეც მე ვამბობ, რომ არის პიანისტი ყველანაირი გაგებით!

ის რაც ელისომ ახსნა თანამედროვე პიანისტებზე, ისიც მისაღებია და მეც ვაწერ ხელს, რომ „შტოტა ნიტოო“…

მაგრამ ხატია ბუნიათიშვილი, ხაზს ვუსვამ, მე მას მაგრად ვიცნობ, არის უნიკალური ნიჭიერების გოგო, ერთეულებია ასეთი, მაგრამ მისი ინტერპრეტაცია, როგორც ელისოსი, ან სხვისი, ან ჩემი, არ მოსწონს ბევრს. ეს არის ნორმალური. იმასაც ვიტყვი, რომ ლანგლანგზე მე „ლიჩნად“ გული მერევა და კიდევ ბევრზე!!! მაგრამ ხატია სხვა ნიჭია!!!

ახლა პირი თუ მოვაღე, მეც არ უსმენ ელისოს და არასოდეს უსმენდი, მაგრამ ეს მას არაფერს აკლებს… მე არ ვთვლი, რომ ელისოს დარდი ახალი თაობის პიანისტებზე უსაფუძვლოა, მაგრამ ასეთი სიტყვა ახალგაზრდა ოქრო ქართველ გოგოზე ტეხავს… ბოლო-ბოლო ქართველია!!!

ისე, ცნობისათვის, ჩემი მთელი სული-გული ძველ პიანისტებშია და ახალი ბევრი რამე არ მომწონს, მაგრამ ხატია არ არის იმის ღირსი, რომ ვინმემ თქვას სიტყვა ужас!!!

სულ არ მაინტერესებს, ვის რა კარიერა აქვს, ან რა დარბაზში უკრავს, მაჩვენებელი მხოლოდ ნიჭი, სული, ბგერა, ფრაზა და სიყვარულია…

აზრის დაფიქსირება მოსულა, მაგრამ სიტყვებს უნდა დაუკვირდეთ!!!

მაგ გაგებით მეც უჟასი ვარ, ჯარეტიც, ჟაკ ლესუ და კიდე ბევრი, არა, ბატონებო, ასე არაა… ეს საქმით დამტკიცდება!!!“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here