„დიდი სცენა“ კვირას ბიძინა კვერნაძის ტურს მასპინძლობს. კონკურსანტები დიდი ქართველი კომპოზიტორის კომპოზიციებს შეასრულებენ.
„დიდი სცენის“ ჟიურის ერთ-ერთი წევრი, მუსიკოსი ერეკლე დეისაძე „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემას ესტუმრა და ბიძინა კვერნაძის ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა „ასეთია ქურდი კაცის ბედი“ შეასრულა. მან საკუთარ თავს აკომპანემენტი გიტარის თანხლებით თავადვე გაუწია.