ანა ქურთუბაძე: „პირადშიც და პროფესიულ ცხოვრებაშიც რისკიანი ვარ…“

0
1067

3 თებერვალს „მთავარი არხის“ მეგაშოუ „მხოლოდ ქართულის“ ფინალია. ოთხი კონკურსანტი ანა ქურთუბაძე, გიორგი ძოწენიძე,  თამთა ხუხუნაიშვილი და ნინი შონია ერთმანეთს ორ ტურში დაუპირისპირდება, პირველი – მიუზიკლია, რომელსაც მენტორობას სოფო ნიჟარაძე გაუწევს, მეორე კი ფოლკლორის ტურია და რასაკვირველია, არ გაგიკვირდებათ, რომ აქ მენტორი გიორგი უშიკიშვილი იქნება.

ფინალის წინ კონკურსანტებს რეპეტიციაზე ვესტუმრეთ. ჩვენი ინტერესის ობიექტი ამჯერად ანა ქურთუბაძე გახდა, რომლისთვისაც წინა ტური გამორჩეული აღმოჩნდა, მან ლელა წურწუმიას და სტეფანეს სიმღერები ისე შეასრულა, რომ ჟიურისგან ორივე შემთხვევაში უმაღლესი, 50 ქულა დაიმსახურა.

თუმცა ანას პროექტში მძიმე მომენტებიც ჰქონია, ერთხელ „მხოლოდ ქართულს“ იმიტომ არ გამოეთიშა, რომ ნიკა გვარამიამ ვეტო გამოიყენა.

დღეს ფინალშია და უნდა, დასამახსოვრებელი პერფორმანსები ჰქონდეს.

ანას დაფარული ნიჭის შესახებ ინფორმაცია გიორგი ძოწენიძემ გაგვანდო და გვითხრა, რომ ის კლავიშზე ნებისმიერ მელოდიას უკრავს, თუმცა ამას სმენით აკეთებს, მუსიკალური განათლების მიღებას კი პროექტის დასრულების შემდეგ აპირებს.

ჟიურის წევრები შენი არტისტიზმით გადარიე, ახლა უკვე ვოკალურად გაზრდაზეც აკეთებენ აქცენტს. პროექტში რა მიზნით მოხვედი?

ანა ქურთუბაძე:

პროექტში მოსვლაზე ბევრი ვიფიქრე. როცა მსახიობი ხარ, ასე თუ ისე გიცნობს საზოგადოება. რთულია, ისე იმოქმედო, რომ შენი ეს მდგომარეობა კიდევ უფრო ზევით ასწიო. საბოლოოოდ გარისკვა გადავწყვიტე, რადგან ცხოვრებაში ძალიან ხშირად ვრისკავ ხოლმე. ერთ-ერთი სწორი ნაბიჯია, რაც ოდესმე გადამიდგამს.

რომელიმე მომენტში უხერხულად იგრძენი თავი პროექტში ყოფნისას?

არასდროს მიფიქრია, რომ არ უნდა მიმეღო მონაწილეობა, პირიქით. მიუხედავად იმისა, რომ აუთსაიდერობა ჩემი სტიქია გახდა და ხშირად ვიყავი აუთსაიდერად, ეს უფრო მაძლიერებდა და ყოველი შემდეგი ტური უფრო დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის.

წინა ლაივზე გიორგი გაბუნიამ აღნიშნა, რომ არ ესმის, რატომ არ მიდის მაყურებლამდე ის, რაც შენგან ჟიურიმდე მიდის…

იმაზე ფიქრის დროც არ ყოფილა, რატომ ვდგავარ აუთსაიდერებში-მეთქი. უფრო მეტად იმაზე ვფიქრობდი, რომ ყოველ შემდეგ ლაივზე რაღაც ახალი და განსხვავებული გამეკეთებინა.

ამ ტურზე ორივეჯერ უმაღლესი ქულები დაიმსახურე. ელოდი ამას?

მოლოდინი იმისა, რომ ათებს დამიწერდნენ, არ მქონია. წინასწარ ამაზე არ ვფიქრობდი. მინდა, რომ სცენაზე დავდგე და კარგად ვიმღერო. ძალიან სასიამოვნო და მოულოდნელი იყო მაღალი ქულები, გახარებული ვიყავი.

(ვრცლად/ფოტოები/ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here