ჯანეტ ქერდიყოშვილსა და ნოე სულაბერიძეს დღეს გოგონა შეეძინათ. დედა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ. ისინი უკვე მოინახულეს ჯანეტის ოჯახის წევრებმა. მეუღლემ „მის საქართველოს“ ულამაზესი თაიგული მიართვა.
ჯანეტმა ახლახან ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ასახულია, როგორ ნახა პირველად ნოემ ახალშობილი გოგონა ანა. „ამაზე ბედნიერი წამები არ არსებობს“, დაწერა ჯანეტმა „ფეისბუქზე“.