სტეფანე და ლელა წურწუმია „მხოლოდ ქართულის“ ჟიურის წევრები არიან. სტეფანემ მცირე ხნის წინ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც პროექტის დაწყებამდეა გადაღებული. ლელა წურწუმია კლავიშს უზის და თითქოს აკომპანემენტს უწევს სტეფანეს, ხოლო ეს უკანასკნელი მღერის: „ხმალი ავლესოთ“.
სტეფანეს ამ ვიდეოზე ერთ-ერთმა მნახველმა ასეთი კომენტარი დაუწერა: „სტეფანემ, რა საოპერო ხმა გქონია…“