ავთანდილი: „მხოლოდ ქართულზე“ კომფორტულად ვიმუშავე…“

0
826

„მხოლოდ ქართული“-ს მეორე ლაივკონცერტზე წამყვანებისა და მონააწილეების ჩაცმულობაზე ცნობილმა დიზაინერმა, ავთანდილ ცქვიტინიძემ იზრუნა. მან „მარტივი გამოსავალის“ ტურისთვის საკუთარი კოლექციებიდან შეარჩია კოსტიუმები. ის კონცერტს დაესწრო და სამუშაო პროცესის შესახებ „ფორტუნასთან“ ისაუბრა.

ავთანდილი:

წამყვანებსა და კონკურსანტებს დღეს ჩემი კოლექციებიდან კოსტიუმები აცვიათ. ჩემთვის ეს ტური მისაღები იყო. ძირითადად, შევარჩიე კოსტიუმები „A-73“-დან, რომელიც არის Fashion street style. ამ სიმღერებს იდეალურად მოერგო ამ ტიპის ტანსაცმელი. წამყვან გოგონებს პირველი ხაზიდან შევურჩიეთ სამოსი, უფრო მეტად კლასიკური სამოსი, კონკურსანტებისა და მამაკაცი წამყვანებისგან განსხვავებით.

საკმაოდ კომფორტული სამუშაო იყო, მაგრამ მაინც რთული სპეციფიკაა, რადგან ვის ორეული უხდება, ვის კომბენიზონი და ვის კაბა… ძალიან ბევრ რამეს უნდა მოერგო, სიმღერას, სცენას, ტექსტს, ვიზუალს…

თუმცა შენ ტელეპროექტებზე მუშაობის დიდი გამოცდილება გაქვს.

ნამდვილად ასეა, მაგრამ გაცილებით ადვილია, როდესაც კონკრეტული გადაცემისთვის ან ტურისთვის კერავ და როცა უკვე არსებულიდან არჩევ, გაცილებით რთულდება.

მაინც გაართვი თავი…
(იღიმის) რა თქმა უნდა. 25-წლიანი პრაქტიკა, გამოცდილება მაქვს.

„მხოლოდ ქართულის“ შესახებ გაგვიზიარე შენი აზრი.
ვფქირობ, ეს პროექტი ქართული ტელეაუდიტორიის დიდ ნაწილს ერთად კრავს და აერთიანებს. ისეთი მუხტია პროექტის მსვლელობისას… ქართული სიმღერების უდიდესი პოპულარიზაციაა. გარდა ამისა, მომღერლებსაც პოპუალრულს ხდის და პროექტიდან ისინი სულ სხვანაირები მიდიან…

ფოტოკრედიტი: ზაქარია ჭელიძე

ნინო მურღულია

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here