დემნა გვასალიას წასვლის შემდეგ „ვეტმანი“ ახალ კოლექციას ყველაზე ადრე რუსეთში შეიტანს

0
909

მოგეხსენებათ, ძმები გვასალიების, გურამისა და დემნას მიერ დაარსებულ ცნობილ ბრენდს „ვეტმანი“, რომელიც გაყიდვების კუთხით მსოფლიო ათეულში შედის და მეშვიდე პოზიციას იკავებს, დემნა გამოაკლდა. ის ამჟამად მხოლოდ „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორია,, „ვეტმანს“ კი მისი ძმა, გურამი განაგებს.

ახლახან ცნობილი გახდა, რომ საკულტო ფილმის „ვარსკვლავური ომების“ თემაზე შექმნილ კაფსულა-კოლექციას, „ვეტმანი“, პირველ რიგში, რუსეთში წარადგენს, 12 დეკემბერს, ხოლო მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ის 16 დეკემბრიდან გაიყიდება. ამ ფაქტს რუსეთში განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ, ხოლო თავად „ვეტმანის“ „ინსტაგრამზე“ ამ თემის პიარს ეწევიან.

გურამ გვასალიას ხელმძღვანელობით „ვეტმანის“ ახალ კაფსულა-კოლექციაში ერთ-ერთი ჩექმა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, რომელსაც „ვარსკვლავური ომის“ წარწერები აქვს და ჩვენც გთავაზობთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here