ბენდის Showtime წევრებს აპარატურის გაქირავების კომპანიის წარმომადგენლები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ

0
829

ბენდი Showtime, რომელსაც „იმედის“ გადაცემა „მელომანიდან“ ვიცნობთ, სოციალურ ქსელშ ავრცელებს მიმართვას, სადაც წერს, რომ აპარატურის გაქირავების კომპანია „ჯეოვოისის“ წარმომადგენელმა, მას შემდეგ, რაც კონცერტზე ტექნიკური პირობები ვერ შეასრულეს, ჯგუფის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გთავაზობთ ბენდის სტატუსს, რომელიც მათ ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა:

„9 ნოემბერს ჭიათურაში უნდა დაგვეკრა მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ კონცერტზე. იმის გამო, რომ ჩვენ მიერ მოთხოვნილი ტექნიკა არ იყო სრულად წარმოდგენილი, დავრეკეთ გასარკვევად კომპანია „ჯეო-ვოისში“, რომელიც უზრუნველყოფდა გახმოვანებას. სატელეფონო საუბარი კამათში გადაიზარდა – ჩვენ ვითხოვდით წინასწარ მოთხოვნილი პირობების/ტექნიკის დაკმაყოფილებას, რაზეც Geo Voice-ს მხრიდან მივიღეთ პასუხი, რომ ისინი ქართველ არტისტებს პატივს არ სცემენ და რომ ჩვენ მათ სცენაზე ვერ დავუკრავდით.

სატელეფონო ზარიდან რამდენიმე წუთში ჩვენთვის უცხო ადამიანები ჯეო-ვოისის მაისურებით თავს დაგვესხნენ და ფიზიკურად გაგვისწორდნენ სცენის მიმდებარე ტერიტორიაზე. საქმეში ჩაერთო პოლიცია. ზემოხსნეებულმა პირებმა დანაშაული აღიარეს და შეეფარდათ გირაო.

გვინდა გავაგებინოთ მუსიკოსებს, ორგანიზატორებს და მუსიკის სფეროში არსებულ ადამიანებს, თუ ვისთან აქვთ საქმე სინამდვილეში და რა სახის ურთიერთობას ირჩევს კომპანია Geo Voice ქართველ არტისტებთან მიმართებაში“.

„ჯეოვოისმა“ თავადაც გამოაქვეყნა საპაუსოხ წერილი, სადაც აღნიშნულია:

„გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, სადაც გაჟღერდა „ჯეოვოისის“ სახელი.

კომპანიის სახელით გვინდა განვაცხადოთ, ერთმნიშვნელოვნად ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას, გამოხატულს ნებისმიერი ფორმით. ასევე ვგმობთ ადამიანების ბულინგს, შეურაცხყოფას და კლასობრივი ნიშნით სეგრეგაციას, არ შეიძლება შენი კონცერტის ორგანიზებაში მონაწილე ადამიანებს ეძახდე „მუშებს“დამამცირებელი ფორმით, აგინებდე და მათ მოთმინებას ცინიკური ფორმებით ზომავდე, რადგან ისინი სწორედ შენი კონცერტის/ივენთის ტექნიკური უზრუნველყოფით არიან დაკავებული. სამწუხაროა, რომ ერთ-ერთი ქართული ბენდის წევრებსა და ჩვენს გაქირავების მიმართულების თანამშრომელს შორის საუბარი გადაიზარდა აგრესიულ ფორმებში და მოხდა ინციდენტი, რომელიც არის სამწუხარო ფაქტი. გვინდა აღვნიშნოთ, რომ 15-წლიან სამუშაო პრაქტიკაში ეს იყო ერთადერთი შემთხვევა.

კომპანია ჯეოვოისის მიმართ ამ დღეებში გაჟღერდა ფრაზები, ხშირ შემთხვევაში უსამართლო. რა თქმა უნდა, ყველაფერზე პასუხის გაცემა შეუძლებელია და გამოვყოფთ ერთს. თითქოს ჩვენ პატივს არ ვცემთ ქართველ არტისტებს/ბენდებს. გვინდა ერთმნიშვნელოვნად განვაცხადოთ, ჩვენი პრიორიტეტი იყო და იქნება ქართველი არტისტების/ბენდების მხარდაჭერა, რაც არამარტო სიტყვით, არამედ საქმით გამოიხატებოდა. მათ შორის ინციდენტში მონაწილე არტისტებისთვის და მათი ხელმძღვანელისთვის (როგორც ის თავს უწოდებს) არაერთხელ აღმოგვიჩენია დახმარება. ამასთან ერთად, არაერთ, არამედ ათობით საქველმოქმედო აქციაში მიგვიღია მონაწილეობა უსასყიდლოდ, ათობით ქართველი არტისტისათვის უსასყიდლოდ გაგვიწევია მომსახურება, რადგან ჩვენი ორგანიზაცია, ყოველთვის მიგვაჩნდა და მიგვაჩნია მუსიკალური ოჯახის ნაწილად“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here