„ბორჯომის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში ჟიურის რჩეული რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ თანამშრომელი გახდა

0
635

კონკურსში, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ხასიათის ჩვენებისთვის კომპანიამ „ბორჯომმა“ გამართა, ჟიურის რჩეული თამუნა ტაბატაძე გახდა. მან კონკურსის „ქალაქი ხასიათით“ ფარგლებში გადაწყვიტა, წნორი ეჩვენებინა მაყურებლისთვის და გამორჩეული კუთხით გაეცნო. ვიდეო ასე აღწერა: „ქალაქი წნორი, ჯიუტი და თავზეხელაღებული ხასიათის მქონე, მუდამ დინამიკური და განვითარებადია.კონტრასტების ქალაქია. აზიური, დაუვარცხნელი და ბოლოს მაინც ამერიკული ხასიათის, ამიტომაც გადავწყვიტე ამ ქალაქის ჩვენება საზოგადოებისთვის“.

თამუნა ტაბატაძე რეჟისორი და ფოტოგრაფი გახლავთ და რადიოჰოლდინგ „ფორტუნაში“ არაერთ პროექტზე უმუშავია.

მას პრიზად 5000 ლარი ერგო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here