დათო ტურაშვილის სახელით ფილმზე „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ფეიქნიუსი ვრცელდება

0
1049

დათო ტურაშვილის შვილი, ანაკო სოციალურ ქსელში ავრცელებს სტატუსს, სადაც საუბრობს იმის შესახებ, რომ ფილმზე „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ცნობილ მწერალს არ გამოუთქვამს ის აზრი, რომელიც ბოლო დღეებია, სხვადასხვა საიტის საშუალებით ვრცელდება ინტერნეტში.

„გამარჯობა, ინტერნეტსივრცეში (კერძოდ, რაღაც ფეიქ ან გაურკვეველი წარმომავლობის გვერდებზე) ვრცელდება მამაჩემის – დათო ტურაშვილის განცხადება ფილმ – “და ჩვენ ვიცეკვეთ” – თან დაკავშირებით. გთხოვთ, სადაც შეგხვდებათ დაარეპორტოთ, ან დაუწეროთ გამზიარებელს, რომ ეს ტყუილია და ნუ შეუწყობენ ხელს ფეიქ ნიუსის გავრცელებას.

ლინკებს შეგნებულად არ ვაშეარებ, ისედაც ბევრგან შემხვდა და დავიღალე ამ ფეიქგვერდებთან და ბოტებთან ბრძოლით, რაც ძირითადად უშედეგოა.

ამოგლიჯო ადამიანის სიტყვები კონტექსტიდან და თარიღის და წყაროს გარეშე, როგორც გინდა, როცა გინდა, სადაც გინდა ისე დაწერო და დაასათაურო არის დანაშაულო.

წლების წინ მოყოლილი ამბავი, რომელიც არანაირად არ უკავშირდება ახლანდელ ამბავს, რადგან “ჯინსების თაობა” რეალური ამბავია, რეალური გმირებით, დოკუმენტურ მასალაზე შექმნილი, რატომ უნდა დაუკავშირო მხატვრულ ფილმს? დათომ არ შეცვალა სცენარი, რადგან სცენარი ნამდვილ ამბავზე იყო, რეალური გმირებით.

მით უმეტეს, ის არ გამოსულა ახლა და ეს ამბავი არ მოუყოლია ან დაუწერია სადმე, მით უმეტეს, კი არ შეუდარებია ფილმისათვის “და ჩვენ ვიცეკვეთ”.

ხომ უნდა იაზრებდე ადამიანი, რომ ეს ორი თემა ერთმანეთს არ ეკვეთება.

თან იყენებენ სხვის მიერ დაწერილი სტატუსის სათაურს, ისე, თითქოს ეს დათოს ეთქვას.

ვიმეორებ, დათო ტურაშვილს არანაირი განცხადება ან სტატუსი (მას ფეისბუქი საერთოდ არ აქვს) ფილმ “და ჩვენ ვიცეკვეთ”-თან დაკავშირებით არ გაუკეთებია“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here