ქართველი დიზაინერი მონიკა ბელუჩისთან ერთად (ფოტო)

0
1229

Forbes Woman ექსკლუზიურად ავრცელებს ფოტოს, რომელიც ქართველ დიზაინერს, ქეთი ჩხიკვაძეს კინოვარსკვლავ მონიკა ბელუჩისთან ერთად აქვს გადაღებული.

შეგახსენებთ, რომ ქეთიმ საკუთარი კარიერის გაგრძელება საფრანგეთში გადაწყვიტა და მცირე ხნის წინ ამ ქვეყანაში გადავიდა საცხოვრებლად. როგორც ჩანს, მონიკა ბელუჩისთან თანამშრომლობა მისი დიდი გეგმების ნაწილია.

სანამ პარიზში გაემგზავრებოდა, „ფორტუნას“ ოფიციალურ საიტთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ქეთიმ საკუთარი მოლოდინების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა:

„ადვილი არაფერია. მთავარია, რა ამბიცია და მოლოდინი გაქვს. როცა ეს ამბიციები ლოგიკურია, მშვიდად შეგიძლია გაჰყვე დინებას. აქტიურობა და შრომა, ადრე თუ გვიან, თავის შედეგს მოიტანს. ყველა ადამიანს წარმატების საკუთარი გზა აქვს. როცა ამას ცაში ფრენის გარეშე უყურებ, ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება განვითარდე. ორი ჩვენების შედეგი საკმაოდ კარგია და ვფიქრობ, უფრო მეტი რესურსის, მათ შორის ფინანსურის ჩადების შემდეგ, კიდევ უფრო მეტი ეფექტი იქნება“.

(ფოტო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here