ეკა ჩხეიძე: „შეშინებულზე მეტად გაბრაზებული ვარ“

0
853

ჟურნალ „სარკის“ დღვანდელ ნომერში მსახიობი ეკა ჩხეიძე ჰყვება თაყვანისმცემელზე, რომელიც თვითმკვლელობით ემუქრებოდა, თუკი მსახიობი მას ცოლად არ გაჰყვებოდა. შეგახსენებ, რომ საშუალო ასაკის მამაკაცის წინააღმდეგ საქმეა აღძრული იძულებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის მუხლით, თუმცა ის გირაოთი გაათავისუფლეს. მამაკაცი ბოლო ორი წლის განმავლობაში ეკა ჩხეიძის სახლთან ხშირად მთვრალი მიდიოდა და განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა.

ეკა ჩხეიძე:

„მე გაფრთხილებული ვარ, როგორც კი ჰორიზონტზე გამოჩნდება, მაშინვე უნდა დავრეკო სამართლადამცავებთან და პირდაპირ დაიჭერენ – ასე ამიხსნა გამომძიებელმა. ხაზგასმით ვამბობ, რომ მისი ციხეში ჩასმა არ არის ჩემი ინტერესის სფერო. იმედია, როცა დალევს, არ დაავიწყდება სამართალდამცველების გაფრთხილება. მე იარაღს ხელში ვერ ავიღებ და მაგის გულისთვის ცოდვას ვერ ჩავიდენ. იმედია, პრობლემა მოგვარდება“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here