მამუკა ჩარკვიანი ქობულეთში ერთ-ერთი საღამოს სპეციალური სტუმარი გახლდათ.
სოციალურ ქსელში დიანა ვასაძემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ტირის მომღერალი და კომპოზიტორი ერთ-ერთი სიმღერის შესრულებისას. კომპოზიციაში ასეთი სიტყვებია: „მე ვტირი, მაგრამ სიმღერას ჰგავს ჩემი ტირილი“.
მუსიკოსი ემოციური შესრულების შემდეგ დარბაზმა ხანგრძლივი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.