„რანინას“ გამარჯვებული, არაჩვეულებრივი ვოკალური მონაცემების მქონე გიორგი როსტიაშვილი წელს საქართველოს საბავშვო „ევროვიზიაზე“ წარადგენს. სიმღერა, რომლითაც ის ჩვენი ქვეყნის სახელით ერთ-ერთ მნიშვნელოვან მუსიკალურ ფორუმზე წარდგება, დათო ევგენიძეს ეკუთვნის, ტექსტიც და მელოდიაც კომპოზიტორისაა.
სიმღერის სახელწოდებაა „გვინდა, გვიყვარდეს“.
მასზე ვიდეორგოლი უკვე გადაღებულია და ის „იუთუბზე“ განთავსდა.