გუკა რჩეულიშვილი აქვეყნებს ერეკლე დეისაძის სიმღერას „ხალხური“, რომელიც გია ყანჩელის „საით მიდიხარ“-ის მელოდიაზეა შექმნილი. პროდიუსერი იხსენებს, რომ ეს სიმღერა ცნობილი კომპოზიტორის ნებართვის გარეშე ჩაწერეს და ბევრი ეუბნებოდა, რომ მას ეს ვერსია არ მოეწონებოდა, თუმცა სხვა რამ მოხდა.
„ეს ვიდეო რომ გადავიღეთ, თავიდან ყველა ვნერვიულობდით იმაზე, თუ რა რეაქცია ექნებოდა გიას, მეგობრები გვეუბნებოდნენ, რომ ძალიან “ეწყინებაო”, და მოგახსნევინებთო! არადა, გია იმაზე ბევრად “წინ” იყო, ვიდრე ახალგაზრდებს გვეგონა, უბრალოდ, შემოგვითვალა, ჩემი სახელი დააწერეთო!)) რაც კურთხევის ტოლფასი იყო⭐ Rest In Peace ქართა ველის ვარსკვალავო. თქვენი legacy ჩვენშია inshallah“.