მოდელი კრისტი ყიფშიძე 42 წლის გახდა. მას ტრადიციად აქვს ქცეული, რომ საკუთარ დაბადების დღეს მუდამ საზღვარგარეთ ხვდება. ახლაც სწორედ ასე მოიქცა და საიუბილეო თარიღის აღსანიშნად თურქეთს მიაშურა.
მან სტამბოლში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც დაბადების დღე მიულოცა.
აღსანიშნავია, რომ კრისტის ასაკი არ ემატება და არაჩვეულებრივად გამოიყურება.