მასტერის „პატარა ბიჭი“ 6 დღეში 200 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა (ვიდეო)

0
1921

მასტერის ახალი სიმღერა „პატარა ბიჭი“ მცირე ხნის წინ გამოვიდა, მასზე გადაღებული კლიპი კი ამჟამად „იუთუბის“ ტრენდინგში პირველ ადგილზეა, ანუ მას ყველაზე ხშირად უყურებენ. კლიპის მნახველთა რაოდენობა მალე 221 000-ს გადასცდა.

მასტერი სიმღერის შესახებ გვიყვება:

„სიმღერა 4 წლის წინ ჩაიწერა. ინსტრუმენტალი მე მეკუთვნის და გამორჩეულია იმით, რომ თიკა ჯამბურიას ნამღერი “ჯეირანია” სემპლად გამოყენებული, რომელიც მთლიან ტრეკს თან სდევს ფონად…

სიმღერა სოციალური ხასიათისაა, რა მიმართულებითაც ხშირად ვაჟღერებ ხოლმე ამა თუ იმ პრობლემას. როგორც კი ჩავწერე ეს სიმღერა, მას შემდეგ სულ მინდოდა კლიპის გადაღება და გამოშვება მაგრამ ვერა და ვერ მოვაბი თავი. ამასობაში გავიდა 4 წელი და როგორც იქნა, მაყურებელმა იხილა დღის სინათლეზე.

ეს ის გამონაკლისია, როდესაც კლიპის რეჟისორი მე არ გახლავართ, გიორგი ჩეკურიშვილმა გადაიღო კლიპი, მისი იდეა იყო, რომ კლიპი ყოფილიყო უწყვეტი, ერთი კადრი, რომლის გადაღებაც ძალიან რთული აღმოჩნდა, რადგან ერთი იდეალური დუბლი უნდა გადაგვეღო ყოველგვარი შეცდომის გარეშე. ამან სასწაულად დაგვღალა, მაგრამ მადლობა ღმერთს, ბოლოს დაიდო შედეგი, რომელიც ხალხს, ფაქტია, ძალიან მოეწონა. 6 დღეა, რაც სიმღერა გამოვიდა, 200 000 მეტი ნახვა აქვს და ტრენდებშიც პირველ ადგილზეა, რაც რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს“.

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here