სატელევიზიო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და რეიტინგული სერიალის “შუა ქალაქში” შემქმნელები სულ მალე მაყურებლებს ახალ სერიალს შესთავაზებენ.
“მისამართის გარეშე” – ასე ერქმევა Night Show Studio-ს ახალ პროექტს, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, სავარაუდოდ, 20 სექტემბრიდან გავა.
როგორც სერიალის პრომო ვიდეოდან ირკვევა, ერთ-ერთ მთავარ როლს ვანიკო თარხნიშვილი შეასრულებს.
არსებული ინფორმაციით, სერიალში ვანიკოსთან ერთად, თეატრის ისეთ ცნობილ სახეებს ვიხილავთ,როგორებიც არიან: ზუკა ცუხიშვილი, ანა ჯავახიშვილი, ანანო მახარაძე, თაზო გახარია, ნატო ებანოიძე, ზაზა გოგუაძე და გვანცა კანდელაკი.