მოგეხსენებათ, საქართველოში „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები მიმდინარეობს. როგორც ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის სოციალური ქსელიდან ხდება ცნობილი, მათი მხატვარი, ილია საჯაია „ფორსაჟის“ გადამღებ ჯგუფში აიყვანეს. ის ზუგდიდის თეატრის მხატვარია და მისი დებიუტი ჰოლივუდური ფილმის გადაღებებში სწორედ ახლა შედგება.
თეატრის ადმინისტრაციასთან ერთად ილია საჯაიას „ფორტუნაც“ წარმატებებს უსურვებს.