28 სექტემბერს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი და 27-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ მასპინძლობს მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავს, პიანისტს – რომელთან შეხვედრასაც ყოველთვის განსაკუთრებულად ელის ქართველი მსმენელი – ხატია ბუნიათიშვილი და თბილისის სიმფონიური ორკესტრი თქვენს წინაშე 28 სექტემბერს წარდგებიან!
დირიჟორი ვახტანგ კახიძე.
პროგრამაშია: პ.ჩაიკოვსკი – საფორტეპიანო კონცერტი N1 და ი.სტრავინსკი – სუიტა ბალეტიდან “პეტრუშკა”
აღსანიშნავია, რო ბილეთები გასაყიდად დღეს დაიდო biletebi.ge-ზე, სადაც ისინი ელვის სისწრაფით გაუჩინარდა, ხოლო ჯანსუღ კახიძის ცენტრის სალაროსთან რიგია.
ხატია ბუნიათიშვილის კონცერტზე დასწრების მსურველთა რიცხი, რასაკვირველია, საგრძნობლად დიდია, შესაბამისად, ბილეთებზე ასეთი მოთხოვნა გასაკვირი არ გახლავთ, მით უმეტეს, რომ წინა წელს კონცერტზე ზუსტად ასეთივე მოთხოვნა იყო.
ფესტივალის დამფუძნებელი და მუდმივი პარტნიორი- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
პარტნიორები: რადიო ჰოლდინგი “ფორტუნა”, რესტორანი “თბილისური მუხამბაზი” და სასტუმრო “სითი ავენიუ”.