მომღერალი სალომე ქათამაძე ქართულ „ახალ ხმაში“ გამარჯვებისა და იურმალაში „ახალ ტალღაზე“ მეორე ადგილის დაკავების შემდეგ, აშშ-ში გაემგზავრა, სადაც იმიჯი რადიკალურად შეიცვალა, საგრძნობლად გახდა, თუმცა სიმღერით ნაკლებად გახლდათ დაკავებული. სალომემ, რომელმაც გვარიც შეიცვალა და მდივანი გახდა, პირადი ცხოვრება მოიწყო და მცირე ხნის წინ შვილი შეეძინა.
ახლახან მან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ცეკვავს მშობიარობამდე მცირე ხნით ადრე დიდი მუცლით პალატაში.
ვიდეოს სახალისო გამოხმაურებები მოჰყვა. მომღერალს უწერენ, რომ ის გადარეულია.