ამონარიდი ახალი კლიპიდან, რომელსაც ლელა წურწუმია თაყვანისმცემლებს მალე შესთავაზებს, ახლახან გამოქვეყნდა “იუთუბზე”.
“წამიყვანე სიყვარულთან” ლილიკო ნემსაძისა და ირინა სანიკიძის სიმღერაა, რომელიც ლელა წურწუმიასთვის დაიწერა და მისი ახალი რეპერტუარის ნაწილი გახდა.
კლიპის რეჟისორი ნესტან სინჯიკაშვილია.
ვიდეორგოლის პრემიერა შედგება 13 სექტემბერს, კლუბში “Roof”. სიმღერის პრემიერა ამავე დღეს რადიო “არ დაიდარდოს” ეთერშია დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ ლელა წურწუმია სოლოკონცერტისთვის ემზადება, რომელიც სპორტის სასახლეში 4 ოქტომბერს გაიმართება.