„ჩემი ცოლის დაქალების“ ყოფილი მსახიობი, რეზო ნასიძე, რომელიც სერიალში მაკას შვილს განასახიერებდა და სერიალი საკუთარი სურვილით დატოვა, წერს იმის შესახებ, როგორ ვერ ახერხებს თეატრალურ უნივერსიტეტში რეჟისურის ფაკულტეტზე ჩარიცხვას. მისი თქმით, წელს ამ ფაკულტეტზე სტუდენტებს არ იღებენ.
გთავაზობთ სტატუსს:
„დღეს მივედი საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კ–ი–ნ–ო–ს უნივერსიტეტში, მინდოდა ინფორმაცია მიმეღო მობილობის შესახებ და გაირკვა, რომ ამ სამარცხვინო უნივერსიტეტში წელს მხატვრული კინოს რეჟისურის ჯგუფი არ იქნება.
მოგეხსენებათ, ხელოვნება არ არის დღეს პოპულარული და ის როგორც საზოგადოებისგან, ისე მთავრობისგან მივიწყებულია… უფრო სამწუხარო კი ისაა, რომ ამ დროს ხალხი, ვისაც ხელოვნება, კულტურის სამინისტრო და ეს საცოდავი და ავად სახსენებელი უნივერსიტეტი აბარია, გასუსულები სხედან და არაფერს აკეთებენ… მეტიც, მხატვრული კინოს რეჟისურის ჯგუფი არ იქნება წელს თეატრისა და კ ი ნ ო ს უნივერსიტეტში… უამრავი სხვა პრობლემაც არის, როგორც უნივერსიტეტში, ისე სამინისტროში, მაგრამ ჩემი არაერთგზის პროტესტის თუ რაიმეს გარკვევის მცდელობისას ან საერთოდ დაიგნორებული ან უფრო გაბრაზებული დავრჩი.
საქართველოში, სამწუხაროდ, ხმაური და სტვენა შველის პრობლემებს, მაგრამ რადგან ხელოვნება არ არის პოპულარული, ხმაურიც არ გამოდის და ამით სარგებლობენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. გთხოვთ გააზიაროთ, იქნებ ასე მაინც მოჰყვეს რეაგირება“.