მზესუმზირების ულამაზესი ბაღი, რომლებიც ამ ბოლო დროს რამდენიმე ქართველი ფოტოგრაფის ობიექტივში აღმოჩნდა, სართიჭალაში მდებარეობს.
ახლახან იქ გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა ნიკოლოზ ურუშაძემ (Nikoloz Urushadze Photography).
როგორც ნიკოლოზი წერს:
„თქვენ ვან გოგი გაგახსენათ და მოგეწონათ. მეც მომწონს. ვფიქრობ, რომ ეს მზეზე შეყვარებული მცენარე შეუდარებელი, თავმომწონე და საოცრად ლამაზია. ის მზესუმზირები ვინსენტისაა, ეს ფოტოები – ჩემი“.
ნიკას გადაღებულ ფოტოებზე სალომე დალაქიშვილი პოზირებს… და კიდევ, რა თქმა უნდა, მზესუმზირები…