ნათია დუმბაძისა და მასტერის ახალმა კლიპმა ერთ ღამეში 15 000-მდე ნახვა დააგროვა „იუთუბზე“ და ეს ნახვები აშკარად მოიმატებს, რადგან როგორც მსმენელი წერს, ეს ახალი საზაფხულო ჰიტია.
ახალი სიმღერის „არ უყურო დროს“ მელოდიისა და ტექსტის ავტორი თავად გიორგი პავლიაშვილი (მასტერი) გახლავთ, კლიპის რეჟისორიც თავად არის. ვიდეოში ნათიასა და მასტერთან ერთად მსახიობიზურა ნიჟარაძე და იუმორისტი ვახო ბიჭიკაშვილი მონაწილეობენ.
კლიპის პრემიერა მცირე ხნის წინ ერთ-ერთ კლუბში შედგა და საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
როგორც ნათია დუმბაძემ აღნიშნა, ის და მასტერი მალე მეორე დუეტსაც შემოგვთავაზებენ.