გიორგი გილიგაშვილმა სალომე ჭაჭუასთან ერთად ინტერვიუ ჟურნალ „სარკეს“ მისცა. კითხვაზე, არის თუ არა სალომე მიზეზი იმისა, რომ გილიგას ცოლი არ მოჰყავს, მოცეკვავე პასუხობს: „ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ. ყოველდღე თუ არა, ხშირად ვართ ერთად. თან, საერთო სამეგობრო წრე გვყავს“.
გიორგი გილიგაშვილი კი ჟურნალთან საუბრისას იხსენებს, რატომ გადაწყვიტა სამეჯლისო ცეკვებზე სიარული:
„სამეჯლისო ცეკვებზე ჩემი დისა და დედაჩემის ხათრით მივედი. არ მინდოდა, ჩემს დას სხვა ბიჭთან ეცეკვა და ამიტომ. მაშინ, 90-იანი წლების გასაყარზე, გილიგა ლაკის მოკასინებითა და გიპიურით, საოცარი სანახავი იყო. ჩემს თავში იმხელა ბრძოლა მქონდა, რომ…“